პირადი მონაცემები და ქუქი
განახლებულია: 2026-10-03
ვინ ვართ
spartafitness.ge არის Sparta Fitness-ის საიტი. მისამართი: ლუბლიანას ქ. 28, თბილისი. ტელეფონი: 598 555 670.
რას ვაგროვებთ
საიტზე ფორმას სახელის, ტელეფონის ან ელფოსტის შესაყვანად არ ვიყენებთ. ერთი გვერდია გამონაკლისი: დარბაზში რეგისტრაციისას SMS-ით მიიღებთ პირად ბმულს, რომელიც ხსნის დარბაზის წესების გვერდს. იქ ვინახავთ: როდის დაეთანხმეთ წესებს, წესების ვერსიას და თქვენს არჩევანს SMS აქციებზე.
სახის გამოსახულება
დარბაზში შესასვლელად (Face ID) ვინახავთ თქვენს სახის გამოსახულებას დარბაზის კომპიუტერზე და შესასვლელ მოწყობილობებზე. ის გამოიყენება მხოლოდ დარბაზში შესასვლელად. წევრის წაშლისას სახე მოწყობილობებიდან იშლება, ხოლო დარბაზის კომპიუტერიდან დაახლოებით 60 დღეში. გარდა ამისა, შესასვლელი მოწყობილობა ყოველი შესვლისას იღებს სახის ფოტოს შესვლის ჟურნალისთვის. ეს ფოტოები დარბაზის კომპიუტერზე ინახება დაახლოებით 60 დღე.
რა SMS-ს გიგზავნით
1. რეგისტრაციისას ერთ SMS-ს, წესების ბმულით.
2. განახლებისას SMS გამოგეგზავნებათ მხოლოდ მაშინ, თუ ადმინისტრატორმა გამოგიგზავნათ.
3. აქციებისა და სიახლეების SMS მხოლოდ მას, ვინც ამაზე ცალკე დაეთანხმა.
4. სხვა შემთხვევაში SMS არ იგზავნება. ნებართვის გარეშე მასობრივად არაფერს ვაგზავნით.
რისთვის
წესებთან დათანხმებას ვინახავთ იმის დასადასტურებლად, რომ მათ გაეცანით. SMS აქციებზე თანხმობას ვინახავთ იმისთვის, რომ აქციები და სიახლეები მხოლოდ მათ გავუგზავნოთ, ვინც ეს თავად აირჩია. სხვა მიზნით ამ მონაცემს არ ვიყენებთ.
სად ინახება
პასუხი ჯერ ინახება საიტის სერვერზე, შემდეგ გადადის დარბაზის სისტემაში თქვენს წევრობასთან ერთად.
როგორ გააუქმოთ თანხმობა
თანხმობის გაუქმება შეიძლება დარბაზში ადმინისტრატორთან ან ტელეფონით 598 555 670, ადმინისტრატორი პანელში SMS-ს გამორთავს. ასევე შეგიძლიათ ადმინისტრატორისგან ახალი ბმული მიიღოთ და უჯრა მოხსნათ. გაუქმების შემდეგ სარეკლამო SMS-ს აღარ მიიღებთ.
რამდენ ხანს ვინახავთ
თანხმობის ჩანაწერს ვინახავთ მანამ, სანამ წევრს სისტემიდან არ წავშლით.
სტატისტიკა
თქვენი თანხმობით ვიყენებთ Google Analytics-ს. ის ითვლის, რომელ გვერდებს ნახულობენ, რა მოწყობილობით შემოდიან, დაახლოებით რომელი ქალაქიდან და საიდან მოვიდნენ (მაგალითად, Facebook-იდან) და რომელ ღილაკებს აჭერენ. ამით კონკრეტულ ადამიანს არ ვადგენთ და რეკლამისთვის არ ვიყენებთ. მონაცემები ინახება Google-ის სერვერებზე, შესაძლოა საქართველოს გარეთ, არაუმეტეს 14 თვისა.
ქუქი
თანხმობის შემდეგ Google Analytics ინახავს ორ ქუქის: _ga და _ga_ZX5WKK1M6M, 2 წლამდე ვადით. თქვენს არჩევანს ვინახავთ ბრაუზერში (sparta_consent), რომ ზოლი ყოველ ჯერზე არ გამოჩნდეს. გვერდის ბოლოში ჩასმული Google Maps-ის რუკა Google-ის პირობებით მუშაობს.
არჩევანის შეცვლა
დააჭირეთ „ქუქის პარამეტრები“ გვერდის ბოლოში. „უარის“ შემთხვევაში სტატისტიკა ითიშება და Google Analytics-ის ქუქი ამ ბრაუზერიდან იშლება.
სერვერის ჟურნალი
ჰოსტინგის კომპანია (domenebi.ge) უსაფრთხოებისთვის ინახავს სერვერის ჟურნალს: IP მისამართს, დროს და გახსნილ გვერდს.
თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებზე, მათი გასწორება ან წაშლა. დაგვიკავშირდით: 598 555 670 ან Facebook-ზე. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ცვლილებები
ეს გვერდი შეიძლება განახლდეს. ბოლო ცვლილების თარიღი ზემოთ წერია.